Accessibility links

logo-print

ევროკომისიის წევრი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში


ევროკომისიის წევრი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი უკრაინაში ჩავიდა.

ევროკომისიის წევრი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი უკრაინაში ჩავიდა.
დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ ვიკტორ იუშჩენკოსთან და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ანატოლი კინახმა ფერერო-ვალდნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ და ევროკავშირმა დაიწყეს მოლაპარაკება სავიზო რეჟიმის გამარტივების, ევროპის ბაზრის უკრაინული ექსპორტისთვის გახსნისა და უკრაინის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. ევროკომისრის ვიზიტი უკრაინაში წინ უსწრებს უკრაინა-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მორი სხდომას, რომელიც 21 თებერვალს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG