Accessibility links

ირანის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის


ირანის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ირანი რუსეთთან ბირთვული

ირანის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ირანი რუსეთთან ბირთვული
საწვავის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. ასეთი გარიგების გაფორმებით ირანს საშუალება მიეცემა აამუშაოს რუსების მიერ აშენებული ატომური სადგური. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, რუსეთთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერება 26 თებერვალს, როცა რუსეთის ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი ეწვევა თეირანს. ეს შეთანხმება ავალდებულებს ირანს დაუბრუნოს რუსეთს მოხმარებული ბირთვული საწვავი. რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ირანს შეუძლია მოხმარებული ბირთვული საწვავი გადაამუშაოს და ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG