Accessibility links

logo-print

რა აფერხებს რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის სადავო მუხლების შეთანხმებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში შექმნილი არცთუ სახარბიელო განწყობილების მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მას რუსეთ-საქართველოს

ურთიერთობის გამოსწორება უიმედოდ არ მიაჩნია. ასეთი განცხადება სერგეი ლავროვმა საქართველოში გამგზავრების წინ ერევანში გააკეთა. თუ უარყოფით საზოგადოებრივ აზრს იმასაც დავუმატებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების ირგვლივ თბილისში გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, საეჭვოა, სერგეი ლავროვის სამუშაო ვიზიტმა ორ ქვეყანას შორის გართულებული ურთიერთობის გაუმჯობესებაში სერიოზული წვლილი შეიტანოს.
საქართველოს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი სერგეი ლავროვის თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად უახლოეს ხანში დაგეგმილ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას ასახელებს.
რატომ ვერ მოხერხდა 15 წლის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების სადავო პუნქტებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა? - ამ კითხვით დაიწყო ირაკლი მენაღარიშვილთან საუბარი თამარ ჩიქოვანმა.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG