Accessibility links

logo-print

თვითმკვლელთა თავდასხმებისა და სხვა სახის


თვითმკვლელთა თავდასხმებისა და სხვა სახის აფეთქებების შედეგად დღეს ერაყში, სულ ცოტა, 42 ადამიანი დაიღუპა.

თვითმკვლელთა თავდასხმებისა და სხვა სახის აფეთქებების შედეგად დღეს ერაყში, სულ ცოტა, 42 ადამიანი დაიღუპა.
დაჭრილთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის საბაჰ იასინის ცნობით, აფეთქებებისა და თავდასხმების მოსაწყობად მეამბოხეებმა სხვადასხვა ხერხი გამოიყენეს: მათ შორის, თვითმკვლელი თავდამსხმელები, ნაღმსატყორცნები და სხვა. დედაქალაქ ბაღდადის შიიტურ უბნებში, თავდასხმები, სულ ცოტა, რვა თვითმკვლელმა მოაწყო. დღეს ერაყელი შიიტები ერთ-ერთ უმთავრეს რელიგიურ დღესასწაულს - აშურას აღნიშნავენ. საგანგებო მსვლელობებსა და ცერემონიებში ათიათასობით შიიტი მაჰმადიანი მონაწილეობს. ისინი პატივს მიაგებენ წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის ხსოვნას. ჰუსეინი მეშვიდე საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა. დღესვე, ბაღდადის ე.წ. "მწვანე ზონაში", რომელიც საიმედოდ არის დაცული, ერაყის მთავრობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს აშშ-ის კონგრესის ხუთკაციან დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშია დემოკრატი სენატორი და ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი.
XS
SM
MD
LG