Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი მშვიდობიანი გზით აპირებს,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი მშვიდობიანი გზით აპირებს,
მოაგვაროს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კონფლიქტი. ბრიუსელში გამგზავრებამდე, ბელგიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბუშმა აღნიშნა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენ - შეერთებულ შტატებსა და ევროპას - საერთო მიზნები გვაქვს: მივაღწიოთ იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ამას ვამბობთ ჩვენც, ბრიტანელებიც, გერმანელებიც, ფრანგებიც. თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს ისინი სწორედ ამიტომ აგზავნიდნენ ირანელებთან მოსალაპარაკებლად. ეს ჩვენი საერთო მისიაა და მინდა, რომ ამ საკითხში ჩვენი ერთსულოვნება შენარჩუნებულ იქნეს." დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ, ხელი ააღებინონ ირანს თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე. ვაშინგტონი კი ფიქრობს, რომ ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღის შექმნა სურს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG