Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარებას სოხუმი მოსკოვთან


ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარებას სოხუმი მოსკოვთან კონსულტაციების გარეშე არ აპირებს.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარებას სოხუმი მოსკოვთან კონსულტაციების გარეშე არ აპირებს.
ასეთი განცხადება გააკეთა დღეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვალერი ლოშჩინინთან შეხვედრის შემდეგ. ბაღაფშის თქმით, აფხაზეთის ხელისუფლება კატეგორიულად წინაარმდეგია, აწარმოოს მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან, თუ საქართველოს დელეგაციაში იქნებიან პირები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ე.წ. "დევნილ" ხელისუფლებას წარმოადგენენ. ბაღაფშის განმარტებით, აფხაზური მხარე მოლაპარაკების პრიორიტეტულ საკითხებად მიიჩნევს სოხუმსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენასა და განხორციელებას 2002 წლის სოჭის შეთანხმებისა, რომელიც სოჭსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას და ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. ვალერი ლოშჩინინთან ერთად სოხუმში ვიზიტად იმყოფება რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი მიხაილ ბოჩარნიკოვი. ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ ლოშჩინინმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სოხუმის ხელისუფლება მზად არის ქართულ მხარესთან მოლაპარაკება განაახლოს.
XS
SM
MD
LG