Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი ევროპის კავშირის ქვეყნებს


მიხეილ სააკაშვილი ევროპის კავშირის ქვეყნებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოგვარებაში

მიხეილ სააკაშვილი ევროპის კავშირის ქვეყნებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოგვარებაში
აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩები მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობდა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძეც, რომლის თქმით პრეზიდენტმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა პრობლემებზე. "თუ ევროპის კავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები უფრო აქტიურად არ ითანამშრომლობენ საქართველოსთან, ჩვენს ქვეყანას გაუჭირდება აფხაზეთის კონფლიქტის, რუსეთის სამხედრო ბაზების გატანისა და რუსეთთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მოგვარებაო" - განაცხადა შეხვედრაზე პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG