Accessibility links

logo-print

თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის ინფორმაციით


თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე

თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე
ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა. ცენტრის ხელმძღვანელის გელა კობეშავიძის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს ბაზრის 35-40 პროცენტი კონტრაბანდულ თამბაქოს უკავია და უახლოეს მომავალში ეს ციფრი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობის ზრდის ძირითად მიზეზებად თამბაქოს საწინაარმდეგო ცენტრში ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებასა და სააქციზო გადასახადის გაზრდის შედეგად თამბაქოს ნაწარმის გაძვირებას ასახელებენ. კობეშავიძის თქმით, სამომხმარებლო ბაზარზე კონტრაბანდის მომძლავრება აქციზიანი სიგარეტის ხელოვნურმა დეფიციტმა და საბაჟო და სასაზღვრო დეპარტამენტების არაეფექტიანმა მუშაობამაც განაპირობა.
XS
SM
MD
LG