Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის რექტორ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის რექტორ
მერაბ ბერიძის დაკავების გამო ფილიალის სტუდენტთა ერთმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის რექტორს მერაბ ბერიძეს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც ორშაბათს ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ასოციაციის წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, ბერიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია იმით, რომ ფილიალის სტუდენტები თსუ-ს სამხედრო კათედრაძე ჩარიცხა. ”აღნიშნული ქმედებისთვის მხოლოდ თსუ-ს ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი შეიძლება დაისაჯოს”, - განაცხადა ხიდაშელმა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე აქციები განათლების სფეროში რეფორმების წინააღმდეგ არის მიმართული, სრული სიცრუეა. ”ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაშია გამოსული, დარწმუნებულია მერაბ ბერიძის სიმართლეში”, - აღნიშნა ხიდაშელმა. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატებმა თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბერიძეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდება. მერაბ ბერიძე გასულ კვირაში დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG