Accessibility links

logo-print

ორშაბათს იწყება უკრაინის პრეზიდენტის სამდღიანი


ორშაბათს იწყება უკრაინის პრეზიდენტის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. ვიკტორ იუშჩენკო

ორშაბათს იწყება უკრაინის პრეზიდენტის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. ვიკტორ იუშჩენკო
ევროკავშირის ლიდერებთან უკრაინასთან გაწერვიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს განიხილავს. იუშჩენკოს თანახმად, მოლაპარაკებების უმთავრესი თემა მოლაპარაკებების დაწყების თარიღი იქნება. უკრაინის პრეზიდენტს სურს, რომ მოლაპარაკებები 2007 წელს დაიწყოს. იუშჩენკოს ვიზიტისას ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის "სამოქმედო გეგმის" შეთავაზებას აპირებენ, რომელიც უკრაინასა და ბლოკს შორის სავაჭრო ურთიერთობებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებას ითვალისწინებს. თუმცა, სამოქმედო გეგმაში არაფერია ნათქვამია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ. ბრიუსელში ყოფნისას, სამშაბათს ვიკტორ იუშჩენკო შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG