Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგის სირიელმა თავმჯდომარემ ბაშარ


არაბთა ლიგის სირიელმა თავმჯდომარემ ბაშარ ასადმა ლიბანიდან სირიის ჯარების მალე გამოყვანის სურვილი

არაბთა ლიგის სირიელმა თავმჯდომარემ ბაშარ ასადმა ლიბანიდან სირიის ჯარების მალე გამოყვანის სურვილი
გამოთქვა. არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ ორშაბათს დამასკოში ასადთან მოლაპარაკებები აწარმოა. ამრ მუსამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასადმა ლიბანიდან სირიის ჯარების გაყვანისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ლიბანის ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან სირია სულ უფრი მზარდ ზეწოლას განიცდის ლიბანიდან ჯარის გაყვანის თაობაზე. შეგახსენებთ, ეს საკითხი განსაკუთრებით ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობამ გაამწვავა.
XS
SM
MD
LG