Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, ისრაელმა


კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, ისრაელმა 500 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ისრაელის

კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, ისრაელმა 500 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ისრაელის
სამხრეთში კეციოტის ციხეში საუბრისას ისრაელის სამხედრო პოლიციის მეთაურმა მიკი ბარელმა განაცხადა: [ბარელის ხმა] "სამხედრო პოლიციამ გაათავისუფლა 500 დაკავებული და ისინი ღაზის სექტორსა და დასავლეთის ნაპირზე მდებარე 5 საგუშაგოსკენ გაამგზავრა. მოსამზადებელმა სამუშაომ წარმატებით ჩაიარა. ცოტა ხნის წინ კეციოტის ციხეში დაკავებულების წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს". საგუშაგოებზე დაკავებულები პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცემათ. გუშინ ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გეგმა ისრაელის ჯარების ღაზის სექტორიდან და დასავლეთი ნაპირიდან გაყვანის შესახებ.
XS
SM
MD
LG