Accessibility links

logo-print

აშშ -ის პრეზიდენტმა დაიწყო თავისი


აშშ -ის პრეზიდენტმა დაიწყო თავისი 5 დღიანი მოგზაურობა ევროპაში. მისი გამოსვლა ბრიუსელში ეხებოდა ერაყის ომის

აშშ -ის პრეზიდენტმა დაიწყო თავისი 5 დღიანი მოგზაურობა ევროპაში. მისი გამოსვლა ბრიუსელში ეხებოდა ერაყის ომის
შედეგად გაუარესებული ურთიერთობების აღდგენას ევროპელ მოკავშირეებთან. ბუშმა თქვა, რომ ირანმა თავის ბირთვული ამბიციები უნდა აკუაგდოს, ამრიკის პრეზიდენტის თანახმად, სირიამ თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს ლიბანიდან. ბუში არაერთ გლობალურ საკითხს შეეხო. მათ შორის ისაუბრა უკრაინასა და საქართველოზეც. კერძოდ, ბუშმა საქართველოზე განაცხადა: [ბუშის ხმა] "ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ახალ დემოკრატიებს. ჩვენი ალიანსის წევრებმა კვლავაც უნდა განაგრძონ საქართველოსთან ურთიერთობა. გასული წლის მშვიდობიანმა საპორტესტო აქციებმა იქ შესაძლებელი გახადა "მოპარული არჩევნების" გაუქმება და გზა მისცა დემოკრატიული ცვლილებების მომხრე ძალებს". ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ჯორჯ ბუშის ვიზიტი იქნება თანხმობის დასაწყისი ევროპასა და შტატებს შორის არსებულ რიგ საკამათო საკითხებზე. ჯორჯ ბუშმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა უკრაინისა და რუსეთის შესახებაც. მან მოუწოდა რუსეთის მთარობას დარჩეს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგული. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის განმკარგულებელმა ხავიერ სოლანამ ბუშის გამოსვლას “ძალიან, ძალიან დადებითი” უწოდა.
XS
SM
MD
LG