Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ივანე


თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის რექტორის მერაბ ბერიძის ვექილების შუამდგომლობა და იგი სამთვიანი წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლა. ვექილთა შუამდგომლობის გარდა სასამართლოს ხელთ ჰქონდა პარლამენტის იმ დეპუტატთა შუამდგომლობებიც, რომლებიც ახალციხის ფილიალის რექტორს თავდებად უდგებოდნენ. საოლქო სასამართლოში სხდომის დასრულებას ბერიძის მხარდამჭერებთან ერთად ელოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის ლიდერი მაია ნადირაძე და სხვა დეპუტატები. თავად ბრალდებული დახურულ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. მერაბ ბერიძე ათი დღის წინ დააკავეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. პროკურატურა მას 60 ათას ლარს ედავება. ბერიძის დაკავების გამო მესხეთის ფილიალის სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
XS
SM
MD
LG