Accessibility links

გერმანიის ქალაქ მაინცში დამთავრდა აშშ-ის


გერმანიის ქალაქ მაინცში დამთავრდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შეხვედრა

გერმანიის ქალაქ მაინცში დამთავრდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შეხვედრა
მასპინძელი ქვეყნის კანცლერთან გერჰარდ შრიოდერთან. ბუშის თქმით, გერმანიაში ვიზიტი ევროპაში მისი მოგზაურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ამერიკელმა სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა ერაყის აღდგენის საქმეში გერმანიის წვლილს: [ჯორჯ ბუშის ხმა] "მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ წვლილისთვის, რომელიც ერაყის აღდგენის საქმეში შეიტანეთ. კარგად მესმის გერმანიის პოზიცია ამ საკითხში. მიუხედავად ამისა, ერაყისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებული წინადადებები, რომლებიც კანცლერმა შრიოდერმა გამოთქვა, უაღრესად მნიშვნელოვანია. დიდად ვაფასებ ამ წინადადებებს - იქნება ეს მშენებლობა, პოლიციის თანამშრომელთა მომზადება თუ ვალების ჩამოწერის საკითხი." შეეხო რა ირანის ბირთვული პროგრამის თემას, ბუშმა აღნიშნა, რომ ის და შრიოდერი იზიარებენ მოსაზრებას, რომ თეირანი ბირთვულ იარაღს არ უნდა ფლობდეს. [ჯორჯ ბუშის ხმა] "ირანი ბირთვულ იარაღს არ უნდა ფლობდეს. მშვიდობა და უსაფრთხოება მოითხოვს, რომ თეირანი ასეთ იარაღს არ ფლობდეს. და თუ გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი ერთად იმუშავებენ ამ მიმართულებით, მიზანსაც მივაღწევთ."
XS
SM
MD
LG