Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სწრაფვა,

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სწრაფვა,
ტრანსატლანტიკური და ევროპული კავშირები განიმტკიცოს, განუხორციელებელია რუსეთთან კეთილი ურთიერთობის გარეშე. ევროპის კომისიის თავმჯდომარესთან, ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის შემდეგ იუშჩენკომ განაცხადა: [ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "უკრაინას აღმოსავლეთში ჰყავს სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთი. სტრატეგიული პარტნიორი გვყავს დასავლეთშიც - ეს ევროპის კავშირია. ჩვენი სურვილია, მკაფიო და გამჭვირვალე პოლიტიკას ვატარებდეთ როგორც ერთი, ისე მეორე პარტნიორის მიმართ. კარგად მესმის, რომ ევროპას ვერ დავუახლოვდებით, ვიდრე არ მოვაგვარებთ რუსეთთან არსებულ პრობლემებს და მასთან ჭეშმარიტად კეთილმეზობლურ ურთიერთობას არ დავამყარებთ." ორშაბათს უკრაინამ ხელი მოაწერა ევროპის კავშირთან თანამშრომლობის გეგმას, რაზეც დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მანუელ ბაროზუმ ისაუბრა: [ჟოზე მანუელ ბაროზუს ხმა] "ორი დღის წინ "ევროკავშირ-უკრაინის" საგანგებო საბჭომ მოიწონა ჩვენი ერთობლივი მოქმედების გეგმა. ევროპის კომისიისა და ევროკავშირის სახელით აღვუთქვი პრეზიდენტ იუშჩენკოს, რომ მზად ვართ, ამ გეგმის განსახორციელებლად ვიღონოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია."
XS
SM
MD
LG