Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 თებერვალს საქართველოს ესტუმრება საერთაშორისო


25 თებერვალს საქართველოს ესტუმრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია,

25 თებერვალს საქართველოს ესტუმრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია,
რომელსაც, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პაულო ნოიჰაუსი უხელმძღვანელებს. სამუშაო ვიზიტს მისიის წევრები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ირაკლი მანაგაძესთან შეხვედრით დაიწყებენ. პრაიმ-ნიუსის ცნობით, სავალუტო ფონდის მისიის სტუმრობის მიზანია "სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის" პროგრამის მიმდინარეობის განხილვა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებისა და სტრუქტურული რეფორმების საკითხთა მიმოხილვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე იმედოვნებს, რომ "სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის" პროგრამის მიმოხილვა წარმატებით ჩაივლის.
XS
SM
MD
LG