Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა


ყირგიზეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეებიც გმობენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს

ყირგიზეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეებიც გმობენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს
მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.
დემონსტრანტებს გადაკეტილი აქვთ ავტოტრასა, რომელიც აკავშირებს ბიშკეკსა და ტორუგარტს აღმოსავლეთ ნარინის პროვინციაში. 5000-მდე დემონსტრანტი მოითხოვს ორი ოპოზიციონერი კანდიდატის დაშვებას არჩევნებზე. დღეს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ამ ორი კანდიდატისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ. საპროტესტო აქციები გაიმართა ტონგის რაიონში და ჯალალაბატშიც.
XS
SM
MD
LG