Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს არ სურს, რომ აშშ


ირანს არ სურს, რომ აშშ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებაში, რომელსაც ირანი ევროკავშირთან აწარმოებს

ირანს არ სურს, რომ აშშ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებაში, რომელსაც ირანი ევროკავშირთან აწარმოებს
თავისი ბირთვული პროგრამის საკითხზე. ევროპელმა ლიდერებმა მიმდინარე კვირაში მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, მხარი აუბას ევროკავშირის ძალისხმევას, რომელიც ითვალისწინებს ირანის წამახალისებელ ზომებს მის მიერ ატომური პროგრამის ზოგ ელემენტზე უარის თქმის სანაცვლოდ. მართლაც, ბუშის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში სტივენ ჰედლიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბუში განიხილავს ისეთ წამახალისებელ ზომებს, როგორიცაა ირანის მიღება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა დღეს აღნიშნა, რომ ირანს არ სურს, ვაშინგტონი ჩაერთოს ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებაში, რომელსაც თეირანთან ევროკავშირის ქვეყნები აწარმოებენ. ირანი გადაჭრით უარყოს აშშ-ის ბრალდებას, თითქოს ის ბირთვული იარაღის საიდუმლო პროგრამაზე მუშაობდეს.
XS
SM
MD
LG