Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის შიიტთა ალიანსის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის


ერაყის შიიტთა ალიანსის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე – იბრაჰიმ ჯააფარი პარასკევს ქვეყნის შიიტთა

ერაყის შიიტთა ალიანსის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე – იბრაჰიმ ჯააფარი პარასკევს ქვეყნის შიიტთა
სულიერ ლიდერს აიათოლა ალი სისტანის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჯააფარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერაყის მომავალი მთავრობის შედგენას მეტი კონსტულტაცია და კონსენსუსი დასჭირდება. იბრაჰიმ ჯააფარი პოლიტიკურ პროცესებში სუნიტი პოლიტიკოსების ჩართვის მოწოდებით გამოდის. სუნიტები ერაყის მოსახლეობის თითქმის ერთ მეხუთედს შეადგენენ, თუმცა არჩევნებს მასშტაბური ბოიკოტი გამოუცხადეს და მათი მონაწილეობის ხარისხი უკიდურესად დაბალი იყო. 25 თებერვალსაც ერაყში უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. მოხდა რამდენიმე აფეთქება. ამავე დროს, ერაყის ხელისუფლება ავრცელებს ცნობას ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, მძევალთათვის თავის მოკვეთაში ბრალდებული მოჰამედ ნაჯამ იბრაჰიმის დაკავების შესახებ. ასევე ცნობილი გახდა ტერორისტთა ლიდერ აბუ მუსაბ ზარყავის უფროსი თანაშემწის – აბუ ყუტაიბას დაკავების შესახებაც.
XS
SM
MD
LG