Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, როზა


ყირგიზეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, როზა ოტუმბაევა ვარაუდობს, რომ კვირას საპარლამენტო არჩევნები

ყირგიზეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, როზა ოტუმბაევა ვარაუდობს, რომ კვირას საპარლამენტო არჩევნები
თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება. როგორც ოტუმბაევამ შაბათს ბიშკეკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას, შესაძლოა, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვეს. ოტუნბაევა არის ოპოზიციურ პარტია "ატა-იურტის" თანათავმჯდომარე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი ელჩი. მას უარი უთხრეს ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის კანდიდატად რეგისტრაციაზე. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ბიშკეკში 700-მდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ოპოზიციონერ კანდიდატ აბდირაიმ კულბაევის მხარდასაჭერად. მას, ისევე როგორც ოტუმბაევას, და ოპოზიციის სხვა კანდიდატებს, უარი უთხრეს არჩევნებისათვის რეგისტრაციაზე. კულბაევის მხარდამჭერებმა პირობა დადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს ხმას არ მისცემენ არც ერთ კანდიდატს. ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს ყველა საარჩევნო ოლქში, რომელშიც ამომრჩევლების უმრავლესობა არც ერთ კანდიდატს არ მიემხრობა.
XS
SM
MD
LG