Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში
საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები არ იგეგმება. "სახელმწიფო მინისტრების პოსტის გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. დღეს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნებოდა, ვინაიდან მთავრობა სულ ერთი კვირის დამტკიცებულია" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესი". ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მთავრობა სახელმწიფო მინისტრების თანამდებობების გაუქმებას გეგმავდა. საქართველოს მთავრობას 4 სახელმწიფო მინისტრი ჰყავს - ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ზინაიდა ბესტაევა.
XS
SM
MD
LG