Accessibility links

logo-print

ისრაელის თავდაცვის მინისტრ შაულ მოფაზის


ისრაელის თავდაცვის მინისტრ შაულ მოფაზის განცხადებით, სირიის ხელი ურევია აფეთქებაში,

ისრაელის თავდაცვის მინისტრ შაულ მოფაზის განცხადებით, სირიის ხელი ურევია აფეთქებაში,
რომელმაც პარასკევს ღამით თელავივში 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აფეთქების უკან სირია და ექსტრემისტული მოძრაობა "ისლამური ჯიჰადი" დგას. ამის გამო ისრაელმა, მოფაზის განცხადებით, შეაჩერა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უშიშროებაზე პასუხისმგებლობის პალესტინელებისათვის ჩაბარებას. რაც შეეხება "ისლამური ჯიჰადის" პასუხისმგებლობას, ამ მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მთელი დღის მანძილზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გავრცელების შემდეგ, მოძრაობის გასამხედროებულმა ფრთამ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით იკისრა თელავივში აფეთქების პასუხისმგებლობა. დღესვე, უფრო ადრე, პალესტინელების პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაგმეს ეს აფეთქება.
XS
SM
MD
LG