Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში მცხოვრებ 1000-მდე ჩეჩნეთიდან


პანკისის ხეობაში მცხოვრებ 1000-მდე ჩეჩნეთიდან დევნილს, რომელთაც 5 წლის განმავლობაში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდათ

პანკისის ხეობაში მცხოვრებ 1000-მდე ჩეჩნეთიდან დევნილს, რომელთაც 5 წლის განმავლობაში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდათ
და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დახმარებას იღებდნენ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეს სტატუსი მოეხსნა. სტატუსწართმეული დევნილების სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ვითარების გასაცნობად პანკისის ხეობაში ჩასულ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს, დღეს აღელვებული ადამიანებისგან არაერთი პრეტენზიის მოსმენა მოუხდა. პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ სულეიმან გუმაშვილმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სტატუსის მინიჭება-შეწყვეტა უკანონოდ ხორციელდება. როგორც იუწყებიან, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი თითოეული ლტოლვილის ინტერესების დაცვას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად გეგმავს.
XS
SM
MD
LG