Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა და რუსეთმა გადადეს ხელმოწერა


ირანმა და რუსეთმა გადადეს ხელმოწერა შეთანხმებაზე ირანის პირველი ბირთვული საწარმოს საწვავით მომარაგების შესახებ.

ირანმა და რუსეთმა გადადეს ხელმოწერა შეთანხმებაზე ირანის პირველი ბირთვული საწარმოს საწვავით მომარაგების შესახებ.

ხელმოწერის გადადება მოჰყვა ორი ქვეყნის უთანხმოებას საწარმოს გახსნის თარიღზე. საწარმოს მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს სამხრეთ ირანის ქალაქ ბუშერში. ირანის ბირთვული ენერიის უწყების წარმომადგენლის, მოჰამად სააიდის განცხადებით, ბუშერის ამუშავების რუსეთის მიერ შეთავაზებული თარიღი - 2006 წლის ივნისი, ანუ გეგმაზე სამი თვით უფრო გვიან - მიუღებელია ირანისთვის. მოლაპარაკებაზე უთანხმოებამ იჩინა თავი სხვა საკითხშიც - კერძოდ, რუსეთის მიერ საწარმოს ბირთვული საწვავით მომარაგების ვადებზე და გამოყენებული საწვავის ნარჩენების რუსეთში დაბრუნებაზე. ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებას ხვალ გააფორმებენ.
XS
SM
MD
LG