Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მეამბოხეების მიერ ბომბის აფეთქებამ


ერაყში მეამბოხეების მიერ ბომბის აფეთქებამ ორი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.

ერაყში მეამბოხეების მიერ ბომბის აფეთქებამ ორი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.
აფეთქება ბაღდადში მოხდა. ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ მუსაიებში კი, პოლიციის ინფორმაციით, მეამბოხე დაიღუპა მისი მანქანის აფეთქების შედეგად. მეამბოხე, როგორც ვარაუდობენ, პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იერიშს გეგმავდა. ბაღდადის დასავლეთით ამერიკელი სამხედროები განაგრძობდნენ ოპერაციას ანბარის პროვინციაში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. როგორც იუწყებიან, გასულ კვირას დაწყებული ოპერაციის მსვლელობაში დაკავებულია 155 ადამიანი. ჩრდილოეთ ერაყში პარასკევს ღამით ნავთობსადენი ააფეთქეს - ცნობებში ლაპარაკია საბოტაჟზე. სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სულ მცირე, 4 დღეა საჭირო მილსადენის შესაკეთებლად.
XS
SM
MD
LG