Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ტაჯიკეთშიც. 90-იანი


საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ტაჯიკეთშიც. 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დასრულებიდან

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ტაჯიკეთშიც. 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დასრულებიდან
ეს მეორე საპარლამენტო არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, რომ ამომრჩეველთა აქტიურობამ 85 პროცენტს გადააჭარბა. პრეზიდენტმა იმომალი რახმონოვმა კმაყოფილება გამოთქვა კენჭისყრის მსვლელობით: [იმომალი რახმონოვის ხმა]: "ჩემი აზრით, ეს არჩევნები გაცილებით უფრო პატიოსანია, ვიდრე წინა კენჭისყრა იყო. რა თქმა უნდა, მას ვერ შევადარებ შეერთებული შტატების ან დასავლეთის სხვა ქვეყნების არჩევნებს. ვიცი, რომ არაერთი ნაკლი გვაქვს. მაგრამ ჩვენ ჯერ მხოლოდ ვაშენებთ დემოკრატიულ, საერო სახელმწიფოს, რომელსაც კანონი მართავს." საკანონმდებლო ორგანოს 63 ადგილზე პრეტენზიას აცხადებს 230-მდე კანდიდატი. ფავორიტად პრეზიდენტ რახმონოვის სახალხო-დემოკრატიული პარტია ითვლება. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, პარლამენტში თავის კანდიდატებს გაიყვანს ისლამური აღორძინების ოპოზიციური პარტიაც.
XS
SM
MD
LG