Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობის განცხადებით, უშიშროების ძალებმა


ერაყის მთავრობის განცხადებით, უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს ამ ქვეყნის

ერაყის მთავრობის განცხადებით, უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს ამ ქვეყნის
ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ძმა და მრჩეველი საბავი იბრაჰიმ ჰასან თიქრითი, რომელიც თავის დროზე საშინაო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ სიაში, რომელშიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის 55 ყველაზე მსხვილი ბოროტმოქმედი შედის, თიქრითის 36-ე ადგილი უკავია. ერაყის მთავრობის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როდის დააპატიმრეს სადამ ჰუსეინის ძმა. ამავე განცხადების თანახმად, თიქრითი არაერთი ტერაქტის მოწყობაში მონაწილეობდა. მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის დაწესებული იყო ჯილდო - მილიონი დოლარი. დღესვე ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG