Accessibility links

დღეს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება საქართველოს


დღეს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ

დღეს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ
სახელმწიფოსთვის 92 ობიექტის გადაცემის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა და პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი ტუღუშმა. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ქონებას ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განკარგავს, მესაკუთრის შეცვლა გავლენას არ მოახდენს ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების მდგომარეობაზე და ისინი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ. სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონების დიდ ნაწილს ტურისტული ობიექტები შეადგენს. მათგან 37 ობიექტი აფხაზეთში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG