Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ


ერაყში, ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰილაში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად

ერაყში, ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰილაში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად
110 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის შესახებ მონაცემები შეიძლება კიდევ შეიცვალოს. პოლიციისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თანახმად, დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი. ბოლო ერთი წლის მანძილზე ერაყში მომხდარ აფეთქებათა შორის ჰილაში მომხდარი აფეთქება ყველაზე მძლავრი იყო. დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა სამუშაოს მაძიებელი ერაყელები იყვნენ. ისინი ჰილას სამედიცინო ცენტრთან საჭირო დოკუმენტების მიღების მოლოდინში რიგში იდგნენ, როცა ხალხით გარშემორტყმული დანაღმული მანქანა ჰაერში აფრინდა. ჰილას სამედიცინო ცენტრი ბაზრის ახლოს მდებარეობს. მსხვერპლი ბაზარში მყოფებს შორისაც არის.
XS
SM
MD
LG