Accessibility links

logo-print

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია უკმაყოფილოა ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში ჩატარებული

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია უკმაყოფილოა ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში ჩატარებული
საპარლამენტო არჩევნებით. ტაჯიკეთში ეუთოს მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი პეტერ აიხერი ირწმუნება, რომ ტაჯიკეთში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა: [აიხერის ხმა] "27 თებერვალს არჩევნები ტაჯიკეთში ეუთოს პრინციპებისა და დემოკრატიული არჩევნებისთვის გათვალისწინებული სხვა საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით ჩატარდა". დარღვევათა შორის აიხერმა საარჩევნო უბნებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა არასაკმარისი რაოდენობის დასწრება, ასევე ზოგიერთ უბანზე შედეგების პირდაპირი გაყალბება დაასახელა. ამასთან მოგახსენებთ, რომ გუშინდელ არჩევნებში მონაწილე 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა საჩივარს, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
XS
SM
MD
LG