Accessibility links

logo-print

ჰოლივუდის უმაღლესი ჯილდო – ოსკარი


ჰოლივუდის უმაღლესი ჯილდო – ოსკარი ფილმ "მილიონ დოლარიანი გოგონა" გადაეცა, რომელიც მოკრივე ქალზეა.

ჰოლივუდის უმაღლესი ჯილდო – ოსკარი ფილმ "მილიონ დოლარიანი გოგონა" გადაეცა, რომელიც მოკრივე ქალზეა.
ოსკარი გადაეცა ფილმის რეჟისორსა და ერთ-ერთი როლის შემსრულებელს - კლინტ ისტვუდს. აი, როგორ შეხვდა კლინტ ისტვუდი ჯილდოს მიღებას: [ისტვუდის ხმა] "ეს შესანიშნავი იყო. 37 დღეში ფილმის გადაღებას სჭირდება კარგად გაპოხილი მანქანა. ეს კარგად გაპოხილი მანქანა კი არის ჩემი გადამღები ჯგუფი და მსახიობები, რომელთა დიდ ნაწილსაც უკვე შეხვდით". ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მიიღო ჰილარი სვონკმა, რომელიც იმავე ფილმში "მილიონ დოლარიან გოგონაში" თამაშობს. ოსკარის მიღებისას სვონკმა თავმდაბლურად განაცხადა: [სვონკის ხმა] "არც კი ვიცი რა გავაკეთე ცხოვრებაში ისეთი, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე. მე ვარ გოგონა ტრაილერების პარკიდან, რომელსაც ჰქონდა ოცნება. არასდროს მიფიქრია, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა, ვგულისხმობ თავად ნომინაციას, არათუ ოსკარის მფლობელობას. მადლობას ვუხდი აკადემიას. სამარადისოდ მადლიერი ვარ ამ უდიდესი პატივის მონიჭებისათვის". რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ფილმმა "ავიატორი" 5 ოსკარი მიიღო, მათ შორის ერთი მიიღო მსახიობმა ქეით ბლანშეტმა ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ჯეიმი ფოქსი ფილმისთვის "რეი".
XS
SM
MD
LG