Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გელა ბეჟუაშვილის შეფასებით,

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გელა ბეჟუაშვილის შეფასებით,
მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს არ ემუქრება ღია სამხედრო ინტერვენციის საფრთხე. თუმცა, ასევე ბეჟუაშვილის თქმით, “საქართველოს საშინაო საქმეებში რუსეთის უცერემონიო ჩარევა და აფხაზური და ოსური სეპარატიზმის წახალისება - სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს ზრდის”. ამ საკითხზე ბეჟუაშვილმა ისაუბრა დღეს თბილისში უცხოელ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. უცხოელმა ჟურნალისტებმა, მათ შორის ამერიკის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით არიან ჩასული, გუშინ პანკისის ხეობა მოინახულეს. დღეს ისინი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვედნენ.
XS
SM
MD
LG