Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში გრძელდება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც


ყირგიზეთში გრძელდება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ

ყირგიზეთში გრძელდება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ
კვირის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. სამხრეთში, ოშის რეგიონის ქალაქ კარასუში, 600-მდე დემონსტრანტმა გადაკეტა გზები. ისინი ირწმუნებიან, რომ მათს საარჩევნო ოლქში მთავრობის მომხრე კანდიდატმა კენჭისყრის მანიპულაციის შედეგად გაიმარჯვა. საპროტესტო გამოსვლა გაიმართა აგრეთვე ოშის რეგიონში მდებარე ქალაქ არავანში. იქ 500-მდე დემონსტრანტმა გადაკეტა მთავარი გზა და პროტესტი გამოთქვა კვირის არჩევნებში მთავრობის მომხრე კანდიდატის გამარჯვების გამო. ეუთოს შეფასებით, ყირგიზეთში კვირას გამართული არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG