Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალში, ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცებმა 48


ნეპალში, ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცებმა 48 კომუნისტი მეამბოხე მოკლეს

ნეპალში, ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცებმა 48 კომუნისტი მეამბოხე მოკლეს
და თავიანთ რიგებში 4 კაცი დაკარგეს ორშაბათს ღამით მომხდარი შეტაკებისას. ლაპარაკია ყველაზე მასშტაბურ შეტაკებაზე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა მეფე გიანენდრა ამ ერთი თვის წინ, შეზღუდა სამოქალაქო თავისუფლებები და პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებს ამბოხებას. მეამბოხეებმა, რომლებიც თავს მაო ძედუნის მიმდევრებად აცხადებენ, 1996 წელს დაიწყეს ბრძოლა ნეპალში მონარქიის დასამხობად და კომუნისტური რეჟიმის დასამყარებლად.
XS
SM
MD
LG