Accessibility links

logo-print

აშშ-ში რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო


აშშ-ში რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება,

აშშ-ში რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება,
რომლის მიხედვით პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ან ბრალდება უნდა წაუყენოს ტერორიზმში ეჭვმიტანილს (ლაპარაკია აშშ-ში მცხოვრებ ხოსე პადილიაზე), ან კიდევ გაათავისუფლოს ის. მთავრობას ეჭვი აქვს, რომ ხოსე პადილია აპირებდა აშშ-ში სასტუმროებისა და საცხოვრებელი სახლების აფეთქებას და გეგმავდა რადიოაქტიური ნივთიერების შემცველი ე.წ. “ჭუჭყიანი ბომბით” იერიშის მოწყობას. მაგრამ მოსამართლე ჰენრი ფლოიდის შეფასებით, არ შეიძლება მთავრობას ეჭვმიტანილი განუსაზღვრელი ვადით ჰყავდეს დაკავებული. მოსამართლე ფლოიდი ვაშინგტონის ადმინისტრაციას 45 დღეს აძლევს სათანადო ზომების მისაღებად. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მთავრობა გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG