Accessibility links

logo-print

გერმანიაში უმუშევრობა მეორე მსოფლიო ომის


გერმანიაში უმუშევრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მორიგ სარეკორდო მაჩვენებელზე ავარდა.

გერმანიაში უმუშევრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მორიგ სარეკორდო მაჩვენებელზე ავარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, აღრიცხულია 5,2 მილიონი უმუშევარი - გასულ თვეში 5 მილიონი იყო. პროცენტებში ეს ნიშნავს 12,6-ს. წინა სარეკორდო მაჩვენებელი 1998 წლის იანვარში აღირიცხა - 12,1 პროცენტი. დღესვე ეკონომისტების კომისიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ გერმანიის ეკონომიკა - უდიდესი ევროპაში - წელს ერთ პროცენტზე მეტით არ გაიზრდება. დღესვე გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა კუვეიტში ვიზიტისას შეშფოთება გამოთქვა ნავთობის სიძვირის გამო. ამ სიძვირემ, მისი შეფასებით, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მსოფლიო ეკონომიკას. ორშაბათს ერთი ბარელი ნავთობი ნიუ-იორკში 52 დოლარი ღირდა.
XS
SM
MD
LG