Accessibility links

logo-print

ლონდონში გაიმართა კონფერენცია პალესტინელების ადმინისტრაციის


ლონდონში გაიმართა კონფერენცია პალესტინელების ადმინისტრაციის რეფორმის საკითხებზე.

ლონდონში გაიმართა კონფერენცია პალესტინელების ადმინისტრაციის რეფორმის საკითხებზე.
ისრაელის განცხადებით, ის კმაყოფილია ლონდონის საერთაშორისო კონფერენციის შედეგით. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის ოფისის განცხადებაში. თუმცა, მასშივე აღნიშნულია, რომ შეუძლებელი იქნება პოლიტიკური პროცესის გაგრძელება, სანამ პალესტინელების ხელმძღვანელობა მტკიცედ არ შეებრძოლება ტერორიზმს, ან არ დაშლის ტერორისტულ ორგანიზაციებს. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც ლონდონის კონფერენციაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ აშშ ყველა ღონეს მიმართავს რეგიონში მშვიდობის დამყარების ხელშესაწყობად - იგულისხმება მზადყოფნაც პალესტინელების უშიშროების უწყებათა რეფორმის მაკოორდინირებელი ახალი ჯგუფის გასაგზავნადაც. ლაპარაკია ჯშუფზე, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ. ამასობაში, დონორი ქვეყნები პალესტინელების ხელმძღვანელობას წელს, დახმარების სახით, 910 ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ.
XS
SM
MD
LG