Accessibility links

ევროპის ლიდერები, აშშ და გაეროს


ევროპის ლიდერები, აშშ და გაეროს უწყება "ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს" ხელმძღვანელი

ევროპის ლიდერები, აშშ და გაეროს უწყება "ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს" ხელმძღვანელი
ირანს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ, მათი შეფასებით, ირანი სათანადოდ არ თანამშრომლობს გაეროს უწყებასთან თავისი ბირთვული პროგრამის საკითხზე. ამ შინაარსის განცხადებები დღეს გაკეთდა ვენაში, გაეროს ბირთვული უწყების მმართველი საბჭოს სხდომაზე. აშშ-ის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგიის უწყებას აქვს “კანონით დაკისრებული ვალდებულება”, გაეროს უშიშროების საბჭოში წამოჭრას ირანის წინააღმდეგ შესაძლო ეკონომიკური სანქციების საკითხი. ამ განცხადებით აშშ-ის ელჩი ჯეკი სანდერსი გამოვიდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საბჭოში. სანდერსმა, რომელიც გაეროს ამ ორგანიზაციაში ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, ირანი დაადანაშაულა ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობით “ცინიკურ მოქმედებაში”. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო აღჭურვილია უფლებამოსილებით, "წარმატებით და მშვიდობიანად მოაგვაროს ეს საკითხი”. ირანი უარყოფს აშშ-ის ბრალდებას, თითქოს ბითრვულ იარაღზე მუშაობდეს და ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამები მხოლოდ ენერგეტიკის სფეროს ემსახურება.
XS
SM
MD
LG