Accessibility links

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ორი


უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ორი ეჭვმიტანილი, დაკავებული ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით,

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ორი ეჭვმიტანილი, დაკავებული ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით,
პოლიციელები არიან, ორივე - პოლკოვნიკი. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა სვიატოსლავ პისკუნმა წუხელ ისაუბრა. გუშინვე უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ აღნიშნა, რომ ღონღაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. მან ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ხელისუფლება საქმის მიჩქმალვაში დაადანაშაულა. ღონღაძე იყო ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის საკითხებზე მუშაობდა. ის 2000 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. მოგვიანებით კიევის მახლობლად, ტყეში იპოვეს მისი თავმოჭრილი გვამი.
XS
SM
MD
LG