Accessibility links

logo-print

გაეროს ნარკოტიკების მაკონტროლებელი ორგანიზაცია გამოდის


გაეროს ნარკოტიკების მაკონტროლებელი ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით,

გაეროს ნარკოტიკების მაკონტროლებელი ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით,
რომ ავღანეთს “ნარკოტიკების სახელმწიფოდ” გადაქცევა ემუქრება. გაეროს ნარკოტიკების საერთაშორისო საბჭოს წლევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოპიუმის ყაყაჩოს პროდუქციამ ავღანეთში 2004 წელს უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ოპიუმის ყაყაჩო ჰეროინის დასამზადებლად გამოიყენება. როგორც გაეროს უწყების ანგარიშშია აღნიშნული, ნარკოტიკების უკანონო წარმოება ავღანეთში იმდენადაა გავრცელებული, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას. ამავე ანგარიშში რუსეთია მოხსენიებული ევროპაში ჰეროინის უდიდეს ბაზრად. ზოგადად, მაშინ, როცა დასავლეთ ევროპაში ჰეროინის მოხმარების კლება შეინიშნება, მისი მოხმარება სულ უფრო მატულობს აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.
XS
SM
MD
LG