Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ძალაში შევიდა თამბაქოს დისტრიბუციისა


სომხეთში ძალაში შევიდა თამბაქოს დისტრიბუციისა და მოწევის შემზღუდავი ახალი კანონი.

სომხეთში ძალაში შევიდა თამბაქოს დისტრიბუციისა და მოწევის შემზღუდავი ახალი კანონი.
კანონი კრძალავს თამბაქოს მცირეწლოვანებისათვის მიყიდვას, თამბაქოს გაყიდვას სპორტულ ობიექტებზე, კულტურის ცენტრებში, განათლების უწყებებში, საავადმყოფოებში, ტრანსპორტში. თამბაქოს მოწევა დაშვებულია მხოლოდ კაფეებისა და რესტორნების საამისოდ განკუთვნილ ადგილებში. კანონი კრძალავს ასევე იმ თმბაქოს იმპორტს, დისტრიბუციასა და წარმოებას, რომელშიც ნიკოტინისა და ტარის შემცველობა აღემატება სომხეთის მთავრობის მიერ დაშვებულ ნორმებს. კანონის ძალაში შესვლა მოჰყვა სომხეთის მიერთებას თამბაქოს შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციასთან. ამ ორგანიზაციის ინფორმაციით, დსთ-ის სახელმწიფოებიდან სომხეთში ყველაზე მეტი მწეველია აღრიცხული.
XS
SM
MD
LG