Accessibility links

ერაყში მეამბოხეებმა მოკლეს მოსამართლე ბარვეზ


ერაყში მეამბოხეებმა მოკლეს მოსამართლე ბარვეზ მოჰამედ მაჰმუდი, წევრი საგანგებო ტრიბუნალისა,

ერაყში მეამბოხეებმა მოკლეს მოსამართლე ბარვეზ მოჰამედ მაჰმუდი, წევრი საგანგებო ტრიბუნალისა,
რომელმაც სადამ ჰუსეინი და მისი რეჟიმის წევრები უნდა გაასამართლოს. ოფიციალური ინფორმაციით, მაჰმუდსა და მის ვაჟიშვილს (ვექილს, რომელიც ასევე ტრიბუნალისთვის მუშაობდა) სამშაბათს ესროლეს ბაღდადში, შინიდან გასვლისას. ორივე დაიღუპა. დღეს კი ბაღდადში ორი ბომბი აფეთქდა. პირველმა აფეთქებამ ერაყის არმიის ბაზასთან 6 ერაყელი ჯარსიკაცის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა, სულ მცირე, 25 ადამიანი. ერთი საათის შემდეგ კი, პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებამ არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 4 ჯარისკაცი მოკლა.
XS
SM
MD
LG