Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკში, ყირგიზეთის ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი


ბიშკეკში, ყირგიზეთის ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის როზა ოტუნბაევას ბინასთან,

ბიშკეკში, ყირგიზეთის ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის როზა ოტუნბაევას ბინასთან,
აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. გამომძიებელთა მონაცემებით, ბინის აივანზე ხელყუმბარა აფეთქდა. ოტუნბაევას მტკიცებით, ეს ინციდენტი ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმული გაფრთხილებაა: [როზა ოტუნბაევას ხმა] "აი, ასეთია ხელისუფლების ხელწერა, ასეთია ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ. ამ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება არა მარტო ბეჭდვით სიტყვას, არამედ დემოკრატიასაც. მაგრამ ჩვენ მას არ დავთმობთ." როზა ოტუნბაევას ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფენ ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, რა თქვა პრეზიდენტის პრესმდივანმა აბდილ სეგიზბაევმა: [აბდილ სეგიზბაევის ხმა] "ქალბატონი ოტუნბაევა საუბრობს ბომბებზე, ყუმბარებზე და ა.შ. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მას, უბრალოდ, სურს, სახელი გაითქვას, სკანდალი ააგოროს. მისი მიზანი ეს არის."
XS
SM
MD
LG