Accessibility links

logo-print

როგორ ეხმაურება საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ახალი ხელისუფლების მიღწევებთან ერთად, მოხსენებაში აღნიშნულია ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტული შემთხვევები, იქნება ეს წინასწარი პატიმრობის საკნებში პატიმართა წამების ფაქტები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა თუ თავისუფალი შეკრებების უფლების დარღვევები. საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაზე ჯერ ცნობილი არ არის - ევროსაბჭოს ანალოგიური მოხსენებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური ვაშინგტონის მოსაზრების უარყოფას არ ჩქარობს. რით არის გამოწვეული ხელისუფლების ასეთი პოზიცია - ხელისუფლება იზიარებს მოხსენებაში გამოთქმულ კრიტიკას თუ უკვე თავისებული იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა კრიტიკის მიმართ? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთ ლიდერთან, თინათინ ხიდაშელთან საუბარი თამარ ჩიქოვანმა ამ კითხვით დაიწყო.

(იხ. აუდიოვერსია)
XS
SM
MD
LG