Accessibility links

logo-print

მოლდავეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის


მოლდავეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის მიხედვით ლიდერობს კომუნისტური პარტია, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად არის მიჩნეული.

მოლდავეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის მიხედვით ლიდერობს კომუნისტური პარტია, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად არის მიჩნეული.
ეგზიტპოლი სამმა ორგანიზაციამ ჩაატარა. მისი შედეგებით, კომუნისტურ პარტიას ერგო ხმების 42 პროცენტი, ცენტრისტულ "მოლდავეთის დემოკრატიულ ბლოკს" - 28 პროცენტი. ამავე წყაროს ცნობით, მემარცხენე-ცენტრისტულმა "სახალხო ქრისტიანულ დემოკრატიულმა პარტიამ" ხმების 14 პროცენტი მოიპოვა. ეგზიტპოლი საარჩევნო უბნების დახურვამდე 4 საათით ადრე ჩატარდა - საარჩევნო უბნები თბილისის დროით 22 საათზე დაიხურა. მოგვიანებით წინასწარ ოფიციალურ შედეგებს გამოაქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნებში, როგორც იუწყებიან, ამომრჩევლების 54 პროცენტი მონაწილეობდა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა. ეს კენჭისყრა 101-ადგილიანი პარლამენტის შემადგენლობას გაარკვევს.
XS
SM
MD
LG