Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ვიცე-პრემიერ ბარჰამ სალიჰის განცხადებით


ერაყში ვიცე-პრემიერ ბარჰამ სალიჰის განცხადებით, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 16 მარტს გაიმართება.

ერაყში ვიცე-პრემიერ ბარჰამ სალიჰის განცხადებით, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 16 მარტს გაიმართება.
სალიჰმა არაბულენოვან ტელეკომპანია "ალ-არაბიასთან" ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებენ პარლამენტის სხდომამდე. სხვა შემთხვევაში, დისკუსია ამ საკითხზე პარლამენტში გაგრძელდება. სალიჰის ამ ინტერვიუს ფონია მზარდი უთანხმოება მთავრობის ჩამოყალიბების დაყოვნების გამო.
შიიტების ერთიანი ალიანსი, რომელმაც 30 იანვრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რამდენიმე კვირაა კამათობს ქურთებთან მთავრობის შექმნის საკითხებზე. ქურთები საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული ხმებით მხოლოდ შიიტებს ჩამორჩებიან.
XS
SM
MD
LG