Accessibility links

logo-print

ლიბანისა და სირიის პრეზიდენტებმა ემილ


ლიბანისა და სირიის პრეზიდენტებმა ემილ ლაჰუდმა და ბაშარ ასადმა მიაღწიეს შეთანხმებას ლიბანის ტერიტორიაზე სირიის ჯარების გადაჯგუფების თაობაზე.

ლიბანისა და სირიის პრეზიდენტებმა ემილ ლაჰუდმა და ბაშარ ასადმა მიაღწიეს შეთანხმებას ლიბანის ტერიტორიაზე სირიის ჯარების გადაჯგუფების თაობაზე.
ორი ლიდერის მოლაპარაკება დამასკოში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის ჯარები მარტის ბოლოსთვის იქნება გადაყვანილი ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის მოსაზღვრე რეგიონში. ამის შემდეგ სირიისა და ლიბანის ერთობლივი სამხედრო კომისია გადაწყვეტს, რამდენ ხანს დარჩებიან იქ სიირის ჯარები, სანამ საბოლოოდ დატოვებდნენ ქვეყნის ტერიტორიას. როგორც პრეზიდენტმა ასადმა შაბათს გამოაცხადა სირიის პარლამენტის სხდომაზე, სირიის 14-ათასკაციანი ჯარის გადაყვანა ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ბეკაას ველზე არის ჯარის გაყვანის პირველი ეტაპი.
XS
SM
MD
LG