Accessibility links

იტალიელი ჟურნალისტი ქალის ჯულიანა სგრენას


იტალიელი ჟურნალისტი ქალის ჯულიანა სგრენას ნათქვამი, რომ ის არ გამორიცხავს, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა,

იტალიელი ჟურნალისტი ქალის ჯულიანა სგრენას ნათქვამი, რომ ის არ გამორიცხავს, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა,
განზრახ ესროლეს მანქანას, რომელშიც სგრენა და მისი განთავისუფლების მონაწილე, იტალიის უშიშროეობის სამსახურის აგენტი ნიკოლა კალიპარი იჯდა, თეთრმა სახლმა უარყო, როგორც "აბსურდული". სგრენამ განაცხადა ამასთან, რომ ამერიკელებს არ მოსწონთ, როცა ექსტრემისტების მიერ გატაცებულებს გარიგების გზით ათავისუფლებენ. სგრენა შაბათს გაათავისუფლეს ერთთვიანი მძევლობის შემდეგ. მანქანაში, რომელსაც ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიჯუპა ნიკოლა კალიპარი, რომელიც დღეს რომში დაკრძალეს, როგორც გმირი. დაკრძალვას პრემიერ მინისტრი ესწრებოდა. აშშ-მა პირობა დასდო, რომ მომხდარს გამოიძიებს.
XS
SM
MD
LG