Accessibility links

logo-print

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს მოუწოდა ერაყში იტალიელი აგენტის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებისა და დასჯისაკენ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს მოუწოდა ერაყში იტალიელი აგენტის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებისა და დასჯისაკენ.

ლაპარაკია იტალიის დაზვერვის მუშაკ ნიკოლა კალიპარიზე, რომელსაც ამერიკელმა სამხედროებმა ესროლეს და მოკლეს, როცა მას ერაყში გათავისუფლებული იტალიელი მძევალი, ჟურნალისტი ჯულიანა სგრენა ბაღდადის აეროპორტში მიჰყავდა. ამ ინციდენტის დროს სგრენა მხარში დაიჭრა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანფრანკო ფინიმ იტალიის პარლამენტში განაცხადა, მისთვის გასაგებია, რომ სროლა იყო ტრაგიკული ინციდენტი. მანვე უკუაგდო სგრენას ვარაუდი, რომელიც ჟურნალისტმა რომში დაბრუნების შემდეგ გამოთქვა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მას, შესაძლოა, განზრახ ესროლეს. იტალიელი მინისტრის თქმით, აშშ იტალიის მოკავშირეა და პირობა დადო, რომ მომხდარს გამოიძიებს. ერაყში ამერიკელების მიერ მოკლული იტალიელი აგენტი ნიკოლა კალიპარი ორაშაბათს რომში დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG